info

დაიტოვე
ინფო

Frame 26085733

რას ვითხოვთ?

გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები!

გადადგეს თვითაღიარებული მთავრობა და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!

აღდგეს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპრაკებები!

28 დეკემბერი, 15:00

ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის!

პროტესტის
115 დღე

აქციები:
22 March

#არ გვეშინია

რას ვაპროტესტებთ? Currency Icon
ავტოკრატიულ, ძალადობრივ მმართველობას, რომელიც წარსულის მავნე და საბჭოთა რუსული პრაქტიკის გადმონაშთია და მის გამოვლინდებებს:

• არჩევნების გაყალბებას და სამართლიანი არჩევანის მოპარვას;
• მოქალაქეების უფლებების სისტემატიურ დარღვევას:
• არაპროპორციული ძალის გამოყენებას, პოლიტიკურ რეპრესიებსა და უსამართლო დაპატიმრებებს;
• ქართული ოცნების მიერ ევროპული კურსის შეცვლას, მოლაპარაკებების შეჩერებას და ამასთან დაკავშირებულ ცრუ პროპაგანდას;
• კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს;
• სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლას და სახელმწიფოს მონოლოპისტურ ვერტიკალს;
• მიტაცებულ ბიზნესსა და მონოპოლიზირებულ ბაზრებს;
• სახელმწიფო ბიუჯეტის ფლანგვას, კორუფციას და ნეპოტიზმს.
რისთვის ვიბრძვით? Currency Icon
• თავისუფალი და სამართლიანი საქართველოსთვის, რომელიც ევროპულ ღირებულებებსა და დემოკრატიაზე იქნება დაფუძნებული.
• ჩვენი კულტურული იდენტობისა და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებისთვის, რაც მხოლოდ დამოუკიდებელ, თავისუფალ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს.
• მოხუცებისთვის, რომლებსაც გვინდა ღირსეული სიბერე ჰქონდეთ, ბავშვებისთვის, რომელთაც უსაფრთხო მომავალი უნდა შევუქმნათ, წარმატებული და ნიჭიერი ადამიანების პერსპექტივისთვის და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ამ ქვეყანაში უნდა დარჩნენ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია მოახდინონ და ემიგრანტებისთვის, რომლებიც სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ.
როდემდე ვაპროტესტოთ? აქვს კი ასე დგომას აზრი? Currency Icon
• ჩვენი კონსტანტური პროტესტი უმთავრესი იარაღია და ის უზრუნველყოფს მუდმივად განმეორებად ტალღას, რომელიც, ერთი მხრივ, დისკომფორტია ქართული ოცნებისთვის (როგორც არ უნდა მოიკატუნონ თავი, რომ ასე არაა), მეორე მხრივ, შემახსენებელი სიგნალია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ხალხი არ შეეგუება უსამართლობას. და რაც ყველაზე მთავარია - მუხტი და გამხნევებაა ჩვენთვის: ერთმანეთს ვხედავთ! ერთმანეთის გვესმის! მარტო არ ვართ!

• პროტესტის ამ ფორმას და ქუჩაში დგომას აზრი ჯერჯერობით ისევ აქვს, თუმცა მალე ხელისუფლება დაიწყებს ადაპტაციას, ამიტომ აუცილებელია გაღვივდეს პროტესტის ახალი ტიპები და სახეობები, რომლებიც კიდევ უფრო შეავიწროვებს და დისფუნქციურს გახდის ოცნების მმართველობას. ასეთი ფორმებია: საჯარო უწყებების მუშაობის შეფერხება მშვიდობიანი და კანონიერი გზით, მშვიდობიანი და კანონიერი გაფიცვები და ა.შ.
რა მოხდება თუ ქართული ოცნება არ ჩანიშნავს არჩევნებს? Currency Icon
• ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მშვიდობიანი და სამართლებრივი გზებით, როგორც საპროტესტო აქციებით, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, რათა დაინიშნოს სამართლიანი არჩევნები და დავიბრუნოთ ქვეყნის მომავალი.

• ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ძალების კონსოლიდაციას, გაერთიანებას, სიმართლის გავრცელებას და ახალი მომხრეების შემატებას. სამართლიან პროტესტში სრულიად საქართველოს ჩართვას.
რა არის ჩვენი გეგმა იმ შემთხვევაში თუ ახალი არჩევნები ჩაინიშნა? Currency Icon
• ახალი არჩევნების ჩანიშვნა ქართული ოცნების მარცხის პირველი ნაბიჯი იქნება, მაგრამ ჩვენი ბრძოლა სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის გაგრძელდება. ჩვენ ვიქნებით დარაჯები, რათა მმართველმა ძალამ ვერ მოახერხოს ახალი მანიპულაციები და პროცესის კიდევ ერთხელ გაყალბება.

• ჩვენი ძალისხმევითა და პრეზიდენტის მეთაურობით საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შექმნან არჩევნებისკენ მიმავალი ეფექტური გეგმა, რომელიც დაექვემდებარება საჯარო განხილვებს. ეს გეგმა შეიძლება იყოს რამდენიმე და აზრთა ჭიდილისა და საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად შეჯერდება. მიღებული გეგმა გავრცელდება ყველგან და ყველა ფორმით, მედიით, კარგადაკარ სიარულით, რეგიონებში, უნივერსიტეტებში და ყველა საზოგადოებრივ სივრცეში. მნიშვნელოვანია შეიქმნას საზოგადოებრივი მექანიზმები, ინსტრუმენტები, რომლებიც გეგმის განხორციელებას უზრუნველყოფენ.
რა მოხდება თუ ახალ არჩევნებსაც გააყალბებენ? Currency Icon
• თუ წინა პუნქტი სრულდება, თუ ჩვენ გვაქვს და მივყვებით გამჭვირვალე და ნათელ გეგმას, როგორ დავიცვათ ჩვენი არჩევანი, არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იქნება. ყველა სხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსი პროცესები განვითარდა, გვარწმუნებს, რომ თუ ქართული ოცნების მხარდაჭერა 20 პროცენტზე მეტი არ იქნება, ჩვენ გავიმარჯვებთ და გამყალბებლები ვერაფერს მოახერხებენ.

• თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს წარსული არჩევნების გამოცდილება და ქართული ოცნების უნარი გაგვაოცოს საკუთარი უსინდისობით, უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი სცენარისთვის და შემზადებული გვყავდეს საზოგადოება, რომ ხელახალი გაყალბების შემთხვევაში საკადრისი პასუხი გავცეთ კანონდამრღვევებს.
ქართული ოცნება რომ წავიდეს ვინ რჩება? Currency Icon
• საქართველოს მომავალი ეკუთვნის ხალხს და არა ერთ რომელიმე პარტიას. ვერცერთმა ძალამ ვეღარ უნდა მოახერხოს ძალაუფლების სრულიად და საკუთარ ხელში მოქცევა.

• არსებული პარტიული და პოლიტიკური სისტემა უნდა დაინგრეს. პარტიები, რომლებიც დემოკრატიული წესებით არ თამაშობენ, უნდა გაქრნენ პოლიტიკური ველიდან, ან ჰქონდეთ მინიმალური რეიტინგი. საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს ახალი დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშეების გამოჩენას, საყოველთაოდ უნდა დაინერგოს პრაიმერიზების სისტემა, სადაც რიგითი მებრძოლი შეიძლება გახდეს ლიდერი. პოლიტიკური პარტიების ლიდერი უნდა ხდებოდეს ხალხის მხარდაჭერით და არა ერთი ჯგუფის მიერ დაწერილი სიით. უნდა შეიქმნას ახალი მმართველობის დემოკრატიული და გამჭვირვალე მოდელი.

• მოქალაქეებმა უნდა გავითავისოთ, რომ ნებისმიერი მთავრობა პასუხისმგებელია ხალხის წინაშე. მათ აქვთ ვალდებულებები ჩვენი მიმართ და ჩვენ უნდა ვიქცეთ გარანტებად, რომ ვერავინ გადაუხვევს ამ გზას.
როგორი ქვეყნის აშენება გვინდა? Currency Icon
• ვოცნებობთ ქვეყანაზე, სადაც მთავრობა ემსახურება ხალხს და არა პირიქით. ქვეყანაზე, სადაც კანონი მოქმედებს ყველასთვის თანაბრად და სადაც ადამიანებს არ უწევთ ქვეყნიდან გაქცევა და ემიგრაციაში წასვლა.

• ქვეყანაზე, რომელიც არის ეკონომიკურად ძლიერი, სოციალურად სამართლიანი და კულტურულად მდიდარი.
0

ზე მეტი პროტესტანტი ქუჩაში

0

მდე დაკავებული

0

ზე მეტი დაშავებული

0

უწყვეტი დღე / ღამე პროტესტში

0

-ზე მეტი პროტესტანტი ქუჩაში

0

-მდე დაკავებული

0

-ზე მეტი დაშავებული

0

უწყვეტი დღე / ღამე პროტესტში

დაგეგმილი საპროტესტო აქციები Currency Icon

თქვენ მხარს გიჭერენ Currency Icon

თუ გჭირდებათ ტელეფონის დატენვა, შესვენება, ცხელი ყავა/ჩაი თუ რაიმე სხვა, შეგიძლიათ შემდეგ ბარებში მიხვიდეთ:

ყველა
თავისუფლების მხარე
პარლამენტთან/რუსთაველის მეტროსთნ
ვაკე
მშრალი ხიდი/ვორონცოვი

იურიდიული მომსახურება უფასოდ Currency Icon

აშუქებენ უშიშრად Currency Icon

რა ხდება
ჩვენს თავს? Currency Icon

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „რუსული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. 

მთავრობის მხირდან ხდება, ფიზიკური ანგარიშსწორება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ მუქარა და გინება, ძალადობრივი უკანონო დაკავება, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე, ფიზიკურ პირთა დაჯგუფებების ჩართულობა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ და ასე შემდეგ!

ამ ყველაფრის მიხედევად, ჩვენ ქართველი ხალხი არ ვნებდებით და ერთად დგომით და ერთობით მივიწევთ წინ, გამარჯვებისკენ, ევროპისკენ!

✊🇬🇪🇪🇺✨

0

-ზე მეტი პროტესტანტი ქუჩაში

0

-მდე დაკავებული

0

-ზე მეტი დაშავებული

0

უწყვეტი დღე / ღამე პროტესტში

რას ვაპროტესტებთ?

ავტოკრატიულ, ძალადობრივ მმართველობას, რომელიც წარსულის მავნე და საბჭოთა რუსული პრაქტიკის გადმონაშთია და მის გამოვლინდებებს:

არჩევნების გაყალბებას და სამართლიანი არჩევანის მოპარვას;

მოქალაქეების უფლებების სისტემატიურ დარღვევას: არაპროპორციული ძალის გამოყენებას, პოლიტიკურ რეპრესიებსა და უსამართლო დაპატიმრებებს;

ქართული ოცნების მიერ ევროპული კურსის შეცვლას, მოლაპარაკებების შეჩერებას და ამასთან დაკავშირებულ ცრუ პროპაგანდას;

კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს;

სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლას და სახელმწიფოს მონოლოპისტურ ვერტიკალს;