info

დაიტოვე
ინფო

კიბერუსაფრთხოება Currency Icon

რა არის კიბერუსაფრთხოება?

კიბერუსაფრთხოება მოიცავს ტექნოლოგიების, პროცესებისა და პრაქტიკების ერთობლიობას, რომელიც იცავს ქსელებს, მოწყობილობებს, პროგრამებსა და მონაცემებს მავნე შეტევებისგან. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია ჩვენი პერსონალური მონაცემების 100%-ით დაცვა, შესაძლებელია ბოროტმოქმედებისთვის საქმის გართულება (ქურდმა შეიძლება მაინც მოახერხებს სახლში შეჭრა, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ კარი არ ჩავკეტოთ).

 

მობილური მოწყობილობების დაცვა

  • პაროლები და ბიომეტრია: ხშირად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ თითის ანაბეჭდის ან/და სახის ამოცნობის დაყენება უსაფრთხო არ არის. სინამდვილეში, როცა ბიომეტრიულ მეთოდებს არ ვიყენებთ, იძულებული ვხდებით ტელეფონზე მარტივი PIN-კოდები ან პაროლები დავაყენოთ, რომელთა გატეხვაც წამზე ნაკლებ დროში შეიძლება.
    სინამდვილეში სწორი მიდგომაა, დავაყენოთ რთული უნიკალური პაროლი, რომლის შეყვანაც იშვიათად მოგვიწევს, ხოლო ყოველ დღიურობაში ბიომეტრია გამოვიყენოთ.
  • სისტემის განახლებები: ძალიან მნიშვნელოვანია ოპერაციული სისტემისა და აპლიკაციების რეგულარული განახლება, რადგან განახლებები ხშირად შეიცავს უსაფრთხოების პაჩებს, რომლებიც იცავს მოწყვლადობებისგან. სისტემის პროვაიდერები განახლებებს ქმნიან და ავრცელებენ არა უბრალოდ ვიზუალის და ფუნქციების შესაცვლელად, არამედ შეცდომების და სისტემის უსაფრთხოებაში არსებული “ხვრელების” გამოსასწორებლად, რადგან მსგავსი “სისუსტეები” მარტივად შეიძლება გამოიყენონ ვირუსებმა და ჰაკერებმა. როცა ტელეფონი ან კომპიუტერი შეგატყობინებთ განახლების შესახებ, არ დაიზაროთ, აუცილებლად დაუყონებლივ დააყენეთ ის.
  • აპლიკაციების ჩამოტვირთვა: აპლიკაციები ჩამოტვირთეთ მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან, როგორიცაა Google Play ან App Store, რათა თავიდან აიცილოთ მავნე პროგრამები.
  • მესენჯერების დაცვა: მესინჯერის აპლიკაციებში, როგორიცაა WhatsApp, Viber, Signal და Telegram, ჩართეთ ორბიჯიანი ვერიფიკაცია, რათა გაზარდოთ ანგარიშის უსაფრთხოება.
    ხოლო ორბიჯიანი ვერიფიკაციისთვის, ერიდეთ სმს ის გამოყენებას, მის მაგივრად გამოიყენეთ Ente Auth აპლიკაცია.

  • საეჭვო ბმულები: არ დააჭიროთ საეჭვო ბმულებს, რომლებიც SMS-ით ან ელფოსტით მოგდით. გამოიყენეთ VirusTotal.com, რათა გადაამოწმოთ ბმულები ან ფაილები გახსნამდე.

  • პაროლების მენეჯერი: რეკომენდებულია უნიკალური და რთული პაროლების გამოყენება თითოეული ანგარიშისთვის. პაროლების მენეჯერი დაგეხმარებათ მათი მართვაში. უფასო და ძალიან კარგი რესურსია Bitwarden აპლიკაცია.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საიტი security.foi.ge. იქ თქვენ იხილავთ, უფრო დაწვრილებით და ნამდვილად სანდო ინფორმაციას კიბერუსაფრთხოების შესახებ

გააზიარე

სხვა რჩევები

კომუნიკაცია Currency Icon

როგორ ვიპოვნოთ დაკავებული მეგობარი Currency Icon

რისი უფლება გაქვს, თუ აქციაზე დაგაკავეს Currency Icon

რა ხდება როცა გაკავებენ აქციაზე Currency Icon

აქციაზე გამოსადეგი აღჭურვილობა Currency Icon

რა უნდა გავითვალისწინოთ საპროტესტო აქციებზე ყოფნისას Currency Icon