info

დაიტოვე
ინფო

როგორ ვიპოვნოთ დაკავებული მეგობარი Currency Icon

თუ აქციაზე ვინმეს დააკავებენ ან გაიტაცებენ შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დარეკოთ არასამთავრობოების და მათ შორის, საიას ერთობლივ ცხელ ხაზზე და შეატყობინოთ: +995 577 07 05 63

დაკავებულის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ასევე შესაძლებელია თბილისის საპატრულო პოლიციის სამორიგეოს ნომერზე: 0322418505

ან შესაძლოა იმ უბნის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, რომელმაც დააკავა. თუ გადამოწმების პროცესი ყოვნდება ან ამას დისტანციურად ვერ ახერხებთ, დაკავებული შესაძლოა რომელიმე იზოლატორში ჰყავდეთ (თბილისში, მცხეთაში, ან სხვაგან, სადაც იმ დროისთვის ადგილი იქნება). ერთ-ერთია ზაჰესში, თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორი. შეგიძლიათ სცადოთ მათ ნომერზე დაკავშირება: 0 32 2 312 734, თუმცა თუ ამას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ ფიზიკურად მიხვიდეთ, იქვე, იზოლატორების მიხედვით, ორ შიდა ნომერზე დარეკოთ და სახელითა და გვარით შეამოწმოთ.

როდესაც მიაგნებთ, გაარკვიეთ ვინ არის მასთან ერთად დაკავებული და მათ ახლობლებსაც გააგებინეთ.

 

რა მივუტანოთ

როდესაც აღმოაჩენთ სად არის, წაუღეთ საკვები (მყარი საკვები, ცომეული, ხილი, ტკბილეილობა), გამოსაცვლელი ტანსაცმელი (ბალიშზე დასაფენადაც გამოდგება), სიგარეტი და ასანთი, ტუალეტის ქაღალდი, საპონი, კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა ადგილზევე შეუძლიათ მოთხოვონ. წესით უნდა მიაწოდონ.

გააზიარე

სხვა რჩევები

კიბერუსაფრთხოება Currency Icon

კომუნიკაცია Currency Icon

რისი უფლება გაქვს, თუ აქციაზე დაგაკავეს Currency Icon

რა ხდება როცა გაკავებენ აქციაზე Currency Icon

აქციაზე გამოსადეგი აღჭურვილობა Currency Icon

რა უნდა გავითვალისწინოთ საპროტესტო აქციებზე ყოფნისას Currency Icon