თავისუფლება ბათუმელ მედროშეს!
თემური, ჩვენებურების, ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს, ბოლო 5 წლის განმავლობაში მან არაერთხელ სცადა ქართული მოქალაქეობის მიღება, თუმცა, ყველა არსებული კრიტერიუმის დაკმაყოფილების მიუხედვად, ქართული ოცნება მას უარს ეუბნება.
თემურ ქათამაძის საქმე კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ქართული ოცნების რეჟიმის მანკიერებას, რომელიც მუდმივად ეროვნულ იდენტობასა და მის განმტკიცებაზე საუბრობს და პარალელურად უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობა მისცეს ადამიანს, რომლის წინაპრებმაც 150 წლის წინ იძულებით დატოვეს სამშობლო და რომელმაც თავისი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი ზუსტად ქართული კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებას დაუთმო.
თემურ ქათამაძე თავს წირავს საქართველოსთვის, იგი არის ქართველი, იმსახურებს თავისუფლებასა და მოქალაქეობას!
თქვენც აორგანიზებთ აქციას ან მსვლელობას? მოგვწერეთ: https://linktr.ee/geoprotests