info

დაიტოვე ინფო

info
მიტროპოლიტი ნაზარის მარში

მიტროპოლიტი ნაზარის მარში!

25/02/2025

18:00

26 მაისის #5

მიტროპოლიტი ნაზარის მარში!

“მიტროპოლიტი ნაზარის მარში ქუთაისში, 25 თებერვალს! ✊

25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული დღეა, რადგან სწორედ ამ დღეს, 1921 წელს, თბილისის აღებით რუსეთმა შეწყვიტა საქართველოს დემოკრატიული განვითარება.

1921 წლის ნოემბერში, ქართველი ხალხი გაიფიცა და ამ ფორმით აჩვენა წინააღმდეგობა რუსულ ოკუპაციას. ცხადია, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად, ხოლო 1924 წლისა და 1937 წლის რეპრესიებმა ათწლეულობით დაასამარა დამოუკიდებლობის იდეა.

25 თებერვალი არის დღე, რომელიც გვახსენებს, რა შეიძლება დაგვემართოს, თუ ისტორია განმეორდება. დღეს, ქართველები ზუსტად იმავე ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგავართ, სადაც ან გავიმარჯვებთ, ან დავკარგავთ ყველაზე ფასეულს – სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

უკვე მესამე თვეა უწყვეტად ვდგავართ ქუჩაში და ვიცავთ საკუთარ მომავალს და განსხვავებით წარსულისგან, ამ ბრძოლაში ვართ ბევრად ძლიერები.

ამიტომ, 25 თებერვალს საქართველო გაიფიცება.
25 თებერვალს, ქუთაისში:
✅ 17:30 საათზე ვიკრიბებით 26 მაისის #5-ის ტერიტორიაზე (ნაზარი ლეჟავას სახლ-მუზეუმი)
⭐️ 18:00 საათზე დავიძრებით კოლონადებისკენ (ყოფილი სობოროს ტაძარი).”

თქვენც აორგანიზებთ აქციას ან მსვლელობას? მოგვწერეთ: https://linktr.ee/geoprotests

სხვა აქციები