info

დაიტოვე ინფო

info
საინფორმაციო შეხვედრა

საინფორმაციო შეხვედრა – “რატომ ევროპა?”

27/02/2025

12:00

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (ვაჟა ფშაველას #3)

საინფორმაციო შეხვედრა – “რატომ ევროპა?”

ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის დროს, უმნიშვნელოვანესია თანამოქალაქეთა გაერთიანება და საერთო გამოწვევებზე საუბარი. სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ ცენტრალიზებული სახელმწიფოა, შესაბამისად ნაკლები აქტიურობით გამოირჩევიან ქვეყნის რეგიონები.

ამ მხრივ, არც თელავია გამონაკლისი. მოსახლეობას არ აქვს საკმარისი ცოდნა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, როგორ შორდება ყოველდღიურად ქვეყანა ევროატლანტიკურ გზას და რას მოუტანს იზოლაცია საქართველოს. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს აქტიურად მიმდინარე საინფორმაციო ომი, პროპაგანდა, სამთავრობო არხებზე მოსახლეობის დამოკიდებულება და ა.შ.
აღნიშნული შეხვედრის მიზანია ზემოხსენებულ გამოწვევებზე საუბარი, მოქალაქეთა ურთიერთდაახლოება, დემოკრატიული გარემოს შექმნა, ღია დისკუსიის წახალისება.

ინიციატივა სრულად მოხალისეობრივია, არ წარმოადგენს რომელიმე აქტორის ინტერესს/პროექტს.
დაინტერესებულ პირებს გელოდებით 27 თებერვალს, 12 საათზე, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (ვაჟა ფშაველას #3).

თქვენც აორგანიზებთ აქციას ან მსვლელობას? მოგვწერეთ: https://linktr.ee/geoprotests

სხვა აქციები