info

დაიტოვე ინფო

info
სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინას

სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინას!

24/02/2025

19:00

საკონსტიტუციო სასამართლოსთან

სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინას!

24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამი წელი ხდება. ომის დაწყებისთანავე ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ქუჩაში გამოვიდა და კვირების განმავლობაში მასშტაბური აქციებით აპროტესტებდა აგრესორების მიერ განხორციელებულ შემზარავ დანაშაულებს უკრაინაში.
უკვე სამი წელია უკრაინა მედგრად დგას და იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს და დანარჩენი ევროპის უსაფრთხოებისთვის, ხოლო უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად გმირულად იღუპებიან ქართველი ჯარისკაცები.

24 თებერვალს, 19 საათზე ყოველდღიური პროტესტის ადგილზე – საკონსტიტუციო სასამართლოსთან უკრაინის მიმართ სოლიდარობის და მხარდაჭერის ნიშნად შევიკრიბებით და პატივს მივაგებთ მებრძოლ ქვეყანას და ომში გმირულად დაღუპულ უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს.
დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!

თქვენც აორგანიზებთ აქციას ან მსვლელობას? მოგვწერეთ: https://linktr.ee/geoprotests

სხვა აქციები