სოლიდარობა უკრაინას! დიდება გმირებს!
“24 თებერვალი უკრაინაში ბოროტების იმპერიის ხელმეორედ შეჭრის დღეა! ამავე დღეს 21:30-ზე საქართველოს მოქალაქეები ვიკრიბებით პარლამენტის შენობის წინ, მდუმარე აქცია-პერფორმანსით უკრაინის მხარდასაჭერად.
იდეის ავტორის, მხატვარ ნიკო ცეცხლაძის მიერ შემოთავაზებული სცენარით – ვდგებით პარლამენტის წინ ერთ რიგად და თითო ადამიანს ხელში ერთი ფურცელი უჭირავს, სადაც რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინის 100 ქალაქიდან ერთ-ერთის სახელია დატანილი უკრაინულად და ქართულად.
მსურველებს ადგილზე დაურიგდებათ ქალაქების ამობეჭდილი სახელები.
პერფორმანსის შემდეგ, იქვე შევუერთდებით რუსთაველის ყოველდღიურ უწყვეტ აქციას.”
თქვენც აორგანიზებთ აქციას ან მსვლელობას? მოგვწერეთ: https://linktr.ee/geoprotests