ყოველკვირეული მარში – თავისუფლება სინდისის პატიმრებს!
ჩვენი სინდისის პატიმარები ივანიშვილის ციხეში არიან. მათი გათავისუფლება პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.
მათდამი სოლიდარობის ნიშნად და გათავისუფლების მოთხოვნით ყოველ პარასკევს ვაწყობთ მარშებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.
შემდეგი მარში 7 თებერვალს, პარასკევს, 19:00 საათზე გაიმართება. მარშზე შევიკრიბებით სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, უბნელები, კოლეგები, თანამოაზრეები და ივანიშვილის და მის ქვეშევრდომებს ხმამაღლა გავაგონებთ ჩვენი წინააღმდეგობის ხმას.
შემოგვიერთდით და შეუერთე შენი ხმა სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას!
შეკრების ადგილი: ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს (კოსტავას 68).
თქვენც აორგანიზებთ აქციას ან მსვლელობას? მოგვწერეთ: https://linktr.ee/geoprotests