თავი V : არჩევნების შემდეგ

27 ოქტომბერი

"არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამის აღიარება არ შეიძლება", - თქვა პრეზიდენტმა. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ამომრჩეველს, "ვინც ხმა მისცა საქართველოს ევროპულ არჩევანს". მისივე შეფასებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო "ტოტალური გაყალბება", "ხმების ტოტალური წართმევა".
28 ოქტომბერი
„არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს“ – 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ორ დღეში საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის წინ ამ საერთო პოზიციის დასაფიქსირებლად შეიკრიბნენ. „თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები! თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოეპარათ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს, თქვენ ამის უფლებას არავის არ მისცემთ!“, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს.

სცენაზე სიტყვით გამოსვლისას ბარიერგადალახულმა პარტიებმა საზოგადოების წინაშე განაცხადეს, რომ – არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, არ შედიან პარლამენტში, ითხოვენ გამოძიებასა და ხელახალ არჩევნებს.


სცენაზე სიტყვით გამოსვლისას ბარიერგადალახულმა პარტიებმა საზოგადოების წინაშე განაცხადეს, რომ – არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, არ შედიან პარლამენტში, ითხოვენ გამოძიებასა და ხელახალ არჩევნებს.
4 ნოემბერი
ამ დღეს ათასობით ადამიანი შეიკრიბა, მათი თქმით, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის მიზნით. აქციის მონაწილეები სადგურის მოედნიდან დაიძრნენ მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ, სადაც მოძრაობა გადაიკეტა, რადგან სულ უფრო მეტი ხალხი უერთდებოდა აქციას. აქცია, რომლის მონაწილეებსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ეკავათ, ეროვნული ჰიმნით დაიწყო.

10 ნოემბერი
„არ ვაღიარებთ არჩევნებს” – თბილისში, თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით „დაიტოვეს” საპროტესტო მსვლელობა ჩატარდა. აქციის მონაწილეები მიიჩნევდნენ, რომ ქვეყანაში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ამიტომ მოითხოვდნენ, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარებულიყო.
როგორც ორგანიზატორები აცხადებდნენ, სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფის ყოველი წევრი არის რეალური პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა და აუცილებელია ჯგუფში არსებული განწყობა ქუჩაში გადავიდეს.
ოპოზიციის ლიდერებმა შეუჩერებელი საპროტესტო აქციები დააანონსეს ახალი არჩევნების მოთხოვნით და სამოქმედო გეგმაც დასახეს: 1) უზრუნველყონ საქართველოს ყველა მოქალაქის ინფორმირება გაყალბების, მოტყუებისა და მაქინაციების შესახებ, რომელსაც „ქართული ოცნება“ არჩევნების მოსაპარად იყენებს; 2) უზრუნველყონ, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა არ ცნონ გაყალბებული არჩევნები. 3) გააგრძელონ დემოკრატიული წინააღმდეგობა, სამოქალაქო აქტივიზმი და ქუჩის პროტესტი.


როგორც ორგანიზატორები აცხადებდნენ, სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფის ყოველი წევრი არის რეალური პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა და აუცილებელია ჯგუფში არსებული განწყობა ქუჩაში გადავიდეს.
4 ნოემბერი
ამ დღეს ათასობით ადამიანი შეიკრიბა, მათი თქმით, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის მიზნით. აქციის მონაწილეები სადგურის მოედნიდან დაიძრნენ მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ, სადაც მოძრაობა გადაიკეტა, რადგან სულ უფრო მეტი ხალხი უერთდებოდა აქციას. აქცია, რომლის მონაწილეებსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ეკავათ, ეროვნული ჰიმნით დაიწყო.

ოპოზიციის ლიდერებმა შეუჩერებელი საპროტესტო აქციები დააანონსეს ახალი არჩევნების მოთხოვნით და სამოქმედო გეგმაც დასახეს: 1) უზრუნველყონ საქართველოს ყველა მოქალაქის ინფორმირება გაყალბების, მოტყუებისა და მაქინაციების შესახებ, რომელსაც „ქართული ოცნება“ არჩევნების მოსაპარად იყენებს; 2) უზრუნველყონ, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა არ ცნონ გაყალბებული არჩევნები. 3) გააგრძელონ დემოკრატიული წინააღმდეგობა, სამოქალაქო აქტივიზმი და ქუჩის პროტესტი.

10 ნოემბერი
„არ ვაღიარებთ არჩევნებს” – თბილისში, თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით „დაიტოვეს” საპროტესტო მსვლელობა ჩატარდა. აქციის მონაწილეები მიიჩნევდნენ, რომ ქვეყანაში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ამიტომ მოითხოვდნენ, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარებულიყო.

როგორც ორგანიზატორები აცხადებდნენ, სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფის ყოველი წევრი არის რეალური პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა და აუცილებელია ჯგუფში არსებული განწყობა ქუჩაში გადავიდეს.

13 ნოემბერი

ცესკოსთან ქალების აქცია ხმაურის და პოლიციის მობილიზაციის ფონზე გაიმართა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის ჩასატარებლად მისულ ქალებს დახვდათ რკინის ბარიერები და მობილიზებული პოლიცია, რომელიც მათ საარჩევნო ადმინისტრაციის ეზოსა და შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. ქალებს სურდათ ცესკოსთვის ინდივიდუალური საჩივრებით მიემართათ.
13 ნოემბერი
ცესკოსთან ქალების აქცია ხმაურის და პოლიციის მობილიზაციის ფონზე გაიმართა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციის ჩასატარებლად მისულ ქალებს დახვდათ რკინის ბარიერები და მობილიზებული პოლიცია, რომელიც მათ საარჩევნო ადმინისტრაციის ეზოსა და შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. ქალებს სურდათ ცესკოსთვის ინდივიდუალური საჩივრებით მიემართათ.
ამ საჩივრებით ისინი უკვე ჩატარებული არჩევნების გაუქმებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ხმის ფარულობის უფლება 26 ოქტომბერს ამომრჩევლის გარანტირებული უფლება არ აღმოჩნდა.


ამ საჩივრებით ისინი უკვე ჩატარებული არჩევნების გაუქმებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ხმის ფარულობის უფლება 26 ოქტომბერს ამომრჩევლის გარანტირებული უფლება არ აღმოჩნდა.შალვა პაპუაშვილმა სხდომა დაატოვებინა ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, თინა ბოკუჩავას და ანა ნაცვლიშვილს. დარბაზი დატოვეს სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც. განხილვის პარალელურად პარლამენტთან მოქალაქეები იყვნენ შეკრებილნი.
15 ნოემბერი
რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საპროტესტო მსვლელობა გამართეს. მსვლელობის ორგანიზატორი იყო ჯგუფი „დაიტოვე“ , რომლის ორგანიზებითაც საპროტესტო მსვლელობა წინა კვირაშიც გაიმართა. „პროტესტი გრძელდება! ერთად უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მშვიდობიანად გავაჩინოთ წინააღმდეგობის კერა“, – განაცხადეს ორგანიზატორებმა.


16 ნოემბერი
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების თითქმის 54%-ით არჩევნებში გაიმარჯვა. მაგრამ იმ ფონზე, რომ ოპოზიციამ და დამკვირვებლებმა არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს, ცესკოს სხდომამ ჩხუბით ჩაიარა, მოქალაქეებმა კი შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

შეხვედრის დაწყებიდან მალევე, ცესკოში ოპოზიციური „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით კირთაძე ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს დაუპირისპირდა, მას „შავი ლაქა“ უწოდა და სახეზე შავი საღებავი შეასხა. ეს ქმედება უკავშირდებოდა არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, კერძოდ, ბიულეტენების თხელი ქაღალდის თემას, რომელზეც აშკარად ჩანდა, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.
შეხვედრის დაწყებიდან მალევე, ცესკოში ოპოზიციური „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით კირთაძე ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს დაუპირისპირდა, მას „შავი ლაქა“ უწოდა და სახეზე შავი საღებავი შეასხა. ეს ქმედება უკავშირდებოდა არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, კერძოდ, ბიულეტენების თხელი ქაღალდის თემას, რომელზეც აშკარად ჩანდა, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.
17 ნოემბერი
ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ოპოზიციური პოლიტიკური ნაწილის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია საღამოს 8 საათზე დაიწყო, დემონსტრანტებმა ადგილზე თავდაპირველად სამი დიდი ზომის კარავი გაშალეს, შუაღამით კი 20-მდე მცირე ზომის კარავი დაამატეს. გადაიკეტა ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზისხევი, მელიქიშვილის გამზირი და კეკელიძის ქუჩა.


19 ნოემბერი
საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ აქციის მონაწილეებზე და მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკურად იძალადა. დაარტყეს „პუბლიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს.

ამასთან, ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ დააკავეს „მთავარი არხის” ოპერატორი. მას თვალსა და ტუჩის არეში ჩალურჯებები აქვს. შსს-ს ცნობით, უწყებამ 16 ადამიანი დააკავა. პოლიციურმა ძალებმა ძალის გამოყენებით დაიკავეს ის ადგილი, სადაც ორი დღის განმავლობაში პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები იყვნენ განთავსებულები. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმი, დაახლოებით, დილის 06:00 საათის შემდეგ გამოჩნდა.

მათ მობილიზებული ჰქონდათ სპეცტექნიკა, მათ შორის ჩანდა წყლის ჭავლის მანქანებიც. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს ტერიტორია და ადგილიდან გაიტანეს როგორც მათი ტრანსპორტი, ასევე, კარვები და სხვა ტექნიკა.

24 ნოემბერი
ამ დღეს რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, მათ შორის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მსვლელობა, კულტურის სფეროს წარმომადგენლების მსვლელობა და ქალთა მარში და პერფორმანსი.

მსვლელობა და პერფორმანსი სახელწოდებით „ბიძინა წადი, ჩვენ ვრჩებით“ 24 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გაიმართა, რა დროსაც აქტივისტები და პოლიტიკოსები ჩემოდნებით თავისუფლების მოედნიდან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ გაემართნენ.
25 ნოემბერი
მოქალაქეები, რომელთაც პროტესტის ნიშნად მთელი ღამე პარლამენტთან გაათენეს, საკანონმდებლო შენობის წინ რჩებოდნენ. შენობასთან მობილიზებული იყო პოლიცია, მათ შორის სპეცრაზმი. „ქართული ოცნების“ 89 დეპუტატიდან პარლამენტს 88 ესწრებოდა, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შევიდნენ, რადგან მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ.
პირველ სხდომაზე ელჩები არ მიუწვევიათ. ერთი საათის განმავლობაში პარლამენტმა 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც არჩევნებს არ ცნობს, პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევაზე უარი განაცხადა, თუმცა „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პირველი სესიის ჩატარება მაინც გადაწყვიტა.

პირველ სხდომაზე ელჩები არ მიუწვევიათ. ერთი საათის განმავლობაში პარლამენტმა 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც არჩევნებს არ ცნობს, პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევაზე უარი განაცხადა, თუმცა „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პირველი სესიის ჩატარება მაინც გადაწყვიტა.

27 ნოემბერი

„ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. პოლიტიკამდე მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთელი იყო. მას არ აქვს უმაღლესი განათლების დიპლომი, რის გამოც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო.
თავი VI : ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერება და უწყვეტი აქციები

28 ნოემბერი, 2024
საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან."

განცხადებიდან ერთ საათში მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო.
განცხადებიდან ერთ საათში მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო.


29 ნოემბერი, 2024
საპროტესტო აქციების მეორე ღამეც პოლიციის მხრიდან დემონსტრანტებზე ფიზიკური ძალადობით და აქციის ათობით მონაწილის დაკავებით დასრულდა.
30 ნოემბერი, 2024
საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტები ალყაში მოაქციეს
1 დეკემბერი
როგორ “მოიპოვა” საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის 40 წუთი ხალხმა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქციები 30 ნოემბრიდან იწყება და ამ დროს, უკვე მესამე დღეა, პარლამენტის წინ შეკრებილ ათიათასობით დემონსტრანტს პოლიცია ღამ-ღამობით წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზითა და წიწაკის სპრეით შლის. აკავებენ და სასტიკად სცემენ დემონსტრანტებს, ძალადობენ ჟურნალისტებზე.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მისული ხალხი „პირველ არხს“ სიმართლის დამალვასა და მიკერძოებულ გაშუქებაში ადანაშაულებდა და პირდაპირ ეთერს ითხოვდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას შორის რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ „პირველ არხთან“ შეკრებილებს ეთერი დაუთმეს. რთული და რამდენიმეეტაპიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საბოლოოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 8 დეკემბრიდან დაიწყო ყოველდღიური გადაცემა, რომელსაც დემონსტრანტები „მოპოვებულ ეთერს“ უწოდებენ.
კანონების დარღვევით მიმდინარეობდა ჩხრეკა, ძალის გადამეტებით აკავებდნენ ოპოზიციურ ლიდერებსა და აქტივისტთა ჯგუფების ლიდერებს, მათ შორის: დააკავეს აქტივისტი დოდო ხარხელი და პოლიტიკოსი ნიკა გვარამია, გაჩხრიკეს ჯგუფ “დაიტოვეს” ადმინების - ნენსი ვოლანდის და ილია ღლონტის სახლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება აწარმოებდა გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებას.
შსს-ს ცნობით, ამ გამოძიების ფარგლებში დააკავეს 7 ადამიანი, ჩატარდა 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში.
3 დეკემბერი
იწყება რეპრესიები
3 დეკემბერი - იწყება რეპრესიები - საქართველოს 40-მდე ქალაქში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფონზე, როცა "ქართული ოცნების" რეჟიმის დასრულების მოთხოვნით მხოლოდ თბილისში ყოველდღე 100 000 ადამიანზე მეტი იკრიბებოდა, გაიფიცნენ საჯარო მოხელეები, უნივერსიტეტები, მასწავლებლები და მოსწავლეები, მმართველმა პარტიამ მასიური რეპრესიები დაიწყო. სისტემასთან მებრძოლ ადამიანებს პოლიცია სახლში აკითხავდა.
3 დეკემბერი
იწყება რეპრესიები
3 დეკემბერი - იწყება რეპრესიები - საქართველოს 40-მდე ქალაქში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფონზე, როცა "ქართული ოცნების" რეჟიმის დასრულების მოთხოვნით მხოლოდ თბილისში ყოველდღე 100 000 ადამიანზე მეტი იკრიბებოდა, გაიფიცნენ საჯარო მოხელეები, უნივერსიტეტები, მასწავლებლები და მოსწავლეები, მმართველმა პარტიამ მასიური რეპრესიები დაიწყო. სისტემასთან მებრძოლ ადამიანებს პოლიცია სახლში აკითხავდა.
კანონების დარღვევით მიმდინარეობდა ჩხრეკა, ძალის გადამეტებით აკავებდნენ ოპოზიციურ ლიდერებსა და აქტივისტთა ჯგუფების ლიდერებს, მათ შორის: დააკავეს აქტივისტი დოდო ხარხელს და პოლიტიკოსი ნიკა გვარამიას, გაჩხრიკეს ჯგუფ “დაიტოვეს” ადმინების - ნენსი ვოლანდის და ილია ღლონტის სახლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება აწარმოებდა გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებას.
შსს-ს ცნობით, ამ გამოძიების ფარგლებში დააკავეს 7 ადამიანი, ჩატარდა 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში.
7 დეკემბერი
ბესიკის ქუჩაზე, "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს შავებში ჩაცმული უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა. "ტვ პირველის" ოპერატორს, გიორგი შეწირულს თავი გაუტეხეს. დაზიანებები ჰქონდა სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს. ჟურნალისტის თქმით, ადგილზე პოლიციაც იყო, თუმცა თავდასხმისას ტერიტორია დატოვეს.
8 დეკემბერი
ღამის 4 საათისთვის თბილისში პარლამენტის შენობის წინ საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყეს. დემონსტრანტებმა, პროტესტის ნიშნად, საახალწლო ნაძვის ხეზე პოლიციელთა მიერ ნაცემი აქციის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპერატორების ფოტოები გამოფინეს.


12 დეკემბერი
ევროპარლამენტარების 7-წევრიანი დელეგაცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციაზე მივიდა. მანამდე ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.


იმავე დღეს შეკრებებისა და მანიფესტაციების რამდენიმე ნორმის დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება, ხოლო ორგანიზატორების შემთხვევაში 5 000 ლარიდან - 15 000 ლარამდე. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, რომელიც ერთპარტიულმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ორი მოსმენით მიიღო.
13 დეკემბერი
აქცია “გამოდი გარეთ” - 13:00 საათზე თითქმის ერთი საათის განმავლობაში გადაიკეტა გზები დედაქალაქის რამდენიმე უბანში. ვაკეში ჭავჭავაძის გამზირი, საბურთალოზე ყაზბეგის გამზირი და შარტავას ქუჩა, ვერაზე კი კოსტავასა და რუსთაველის გამზირები თითქმის ერთი საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი.


14 დეკემბერი
საქართველოს ისტორიაში პირველ არაპირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში (რომლის ლეგიტიმურობას მოქმედი პრეზიდენტი, ოპოზიცია და პროევროპული კურსის მხარდამჭერი საზოგადოება არ ცნობს) „ქართული ოცნების“ საარჩევნო კოლეგიამ კენჭი ერთადერთ კანდიდატს, ყოფილ ფეხბურთელს და უმაღლესი დიპლომის არ მქონე მიხეილ ყაველაშვილს უყარა.
პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის შენობის გარეთ მოქალაქეებმა გააპროტესტეს. მათ მიხეილ ყაველაშვილს ჯერ თავიანთი დიპლომები, შემდეგ წითელი ბარათები აჩვენეს.
პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის შენობის გარეთ მოქალაქეებმა გააპროტესტეს. მათ მიხეილ ყაველაშვილს ჯერ თავიანთი დიპლომები, შემდეგ წითელი ბარათები აჩვენეს.
14 დეკემბერი
პარლამენტის წინ ნაძვის ხე თბილისის მერს საღამოს, შვიდ საათზე უნდა აენთო. ის გამთენიისას ჯერ შემოღობეს, საზეიმო გახსნისთვის სცენაც მოამზადეს და გარშემო პოლიციელები დააყენეს, მაგრამ პროევროპული აქციის მონაწილეები მე-17 დღესაც მივიდნენ პროტესტის ადგილას და ნაძვის ხის საზეიმო ანთება გადაიდო.

16 დეკემბერი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები დაასანქცირეს და ევროპასთან უვიზო რეჟიმი შეუჩერეს. პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ასევე „ქართული ოცნების“ ლიდერშიფს და მინისტრებს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და უკრაინამ დაუწესეს.

21 დეკემბერი
ამ დღეს 20-ზე მეტი მარში გაიმართა. ფილარმონიასთან შეკრებილი მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით ოპერასთან მივიდნენ. მათ ბანერი წარწერით - „ხორუმით ევროპისკენ“ ჰქონდათ გაშლილი. ოპერასთან მოცეკვავეებმა ხორუმის ცეკვა დაიწყეს და პარლამენტისკენ ასე წავიდნენ, მათ მოქალაქეებიც შეუერთდნენ.


მთელი დღის განმავლობაში მოქალაქეები - ქუთაისელები, აჭარლები, რაჭველები, მეგრელები, სვანები - სხვადასხვა ლოკაციებზე იკრიბებოდნენ. ისინი საბოლოო ჯამში მსვლელობებით პარლამენტთან შეიკრიბნენ.
მეგრელების მარში


იმერლების მარში


სვანების მარში


27 დეკემბერი
27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულება #14024, რაც ივანიშვილის დასანქცირებას დაედო საფუძვლად, რუსული ინტერესების გატარებისა და დემოკრატიების ძირის გამოთხრის გამო აწესებს ფინანსურ შეზღუდვებს.

28 დეკემბერი
"ერთობის ჯაჭვი" საქართველოს სხვადასხვა ქალაქში - თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, გორი, რუსთავი, ყვარელი... - პროევროპული აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი მოაწყვეს. დემონსტრანტებმა აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები მოითხოვეს.
31 დეკემბერი
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ათიათასობით ადამიანი ერთად შეხვდა ახალ წელს. მოსახლეობამ საავტომობილო გზის შუაში გაშალა თითქმის კილომეტრიანი საახალწლო სუფრა. ახალი წლის დადგომისას, აქციის მონაწილეებს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მას სპეციალური კორდონი გაუკეთეს.

2025 წლის 2 იანვარი
“ერთად აღვნიშნოთ ბედობა” — მოქალაქეებმა ბედობა რუსთაველის გამზირზე ერთად გაატარეს

7 იანვარი
შობის ღამეს და უწყვეტი პროევროპული აქციების მე-40 დღეს, ხალხი ისევ რუსთაველზე შეხვდა. საღამოს რვა საათზე, თბილისის ხუთი ეკლესიიდან ხალხის რამდენიმე ნაკადი ერთდროულად დაიძრა ანთებული სანთლებით ხელში და ერთმანეთს ქაშვეთის წინ შეხვდა, სადაც ერთად იზეიმეს შობის დღესასწაული.
11 იანვარი, 2025
მზია ამაღლობელი ერთ ღამეში ორჯერ დააკავეს - ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯერ „გაიფიცე“ სტიკერის გაკვრისთვის და მეორედ უკვე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.14 იანვარს, ბათუმის რაიონულმა სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, მისი ბრალი კი ასე ჩამოყალიბდა - „პოლიციელზე თავდასხმა“, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. 49 წლის ჟურნალისტი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დაკავებული მზია ამაღლობელი 11 იანვრიდან 18 თებერვლამდე (38 დღე) შიმშილობდა.
49 წლის ჟურნალისტი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დაკავებული მზია ამაღლობელი 11 იანვრიდან შიმშილობს. მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და 30 იანვრისთვის „მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა". (ინფორმაცია განახლებადია)

17 იანვარი, 2025
ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ შიმშილობა ამ დღიდან დაიწყო და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 48-ე დღეს შეწყვიტა. პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება

23 იანვარი
ვასო აბაშიძის ახალმა თეატრმა საზოგადოებას საპროტესტო მანიფესტი წარუდგინა. „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას განაცხადა, რომ „ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში, მივლენ ყველგან და ყველას დაელაპარაკებიან.

მისივე თქმით, დღემდე ეცადნენ, დიალოგი გამოენახათ პროკურატურასთან, თუმცა როგორც აღნიშნა, პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია. დავით დოიაშვილმა ხელისუფლების მიმართ ულტიმატუმი 12 იანვარს გააჟღერა. შემოქმედებითი ჯგუფი ითხოვდა დემონსტრაციებზე დაკავებული, მათივე თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა აქტივისტების გათავისუფლებას.


„აქვე, ვიწყებ დაანონსებას – „ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში – ყველგან მივალთ და ყველასთან დავილაპარაკებთ და თქვენ აუცილებლად ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება ყველა. ჩვენ აუცილებლად გავიშლებით მთელს რეგიონებში. სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ! იცით, რომ უშიშროება მილიარდ რამეს გააკეთებს, მილიარდ რამეს გამოაგდებს, როდესაც წავალთ რეგიონებში. მაშინ, მკითხავთ, რატომ ვაკეთებ ამას – იმიტომ, რომ ამ დროს მახსენდება ერთი გენიოსის სიტყვები – ადამიანი, რომელიც უშიშროებას თავისუფლებაზე ცვლის, არც უშიშროების ღირსია და არც თავისუფლების“, – განაცხადა „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა.


საპროტესტო მანიფესტის მიმდინარეობისას თეატრთან შეკრებილ მოქალაქეებს მსახიობებმა სცენიდან მიმართეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ქუჩებში დგანან ძლიერი და გაუტეხელი ადამიანები. მათ მოქალაქეებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის წერილიც წაუკითხეს.

24 იანვარი
პროტესტის ფორმა სულ უფრო და უფრო კრეატიული გახდა. ამ დღეს დილიდან თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებში ისმოდა მუსიკა და სხვადასხვა მიმართვა. მერიის მოთხოვნით, გადახდის აპარატები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაითიშა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო გამოძიება თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, საპროტესტო აუდიოჩანაწერების ჩართვის საქმეზე. ამას გარდა, საზოგადოების ნაწილმა დაიწყო კუპიურებზე წარწერების გაკეთება. "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს," - წერენ ისინი ქაღალდის ფულზე და ფოტოებს სოციალურ მედიაში ავრცელებენ.
29 იანვარი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ კრიტიკული რეზოლუციის მიღებაზე პასუხად, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თავად წყვეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას. მანამდე ცოტა ხნით ადრე, PACE-მ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ამასთან, PACE-მ გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება „შეზღუდული უფლებებით“ ცნო, - არაერთი დათქმით, - და განაცხადა, რომ ამ საკითხს 2025 წლის აპრილში განსახილველად კვლავ დაუბრუნდება. “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას სავარაუდოდ წევრობის შეწყვეტაც მოჰყვება.

იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, „რიყის პარკის“ კერძო ტერიტორიაზე - „რიყის დოქებთან“ - 25 იანვარს დაიღუპა 16 წლის იოსებ ადეიშვილი.
უცნობია, როგორ მოხვდა 16 წლის მოზარდი თანატოლებთან ერთად იმ ტერიტორიაზე, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდა.
„ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში“, - აცხადებენ თბილისის მერიაში და დასძენენ, რომ არასწორია ინფორმაცია 16 წლის ბიჭის „რიყის პარკში“ მდებარე ღია თხრილში ჩავარდნის შესახებ.
„რიყის დოქები“ 2022 წლის 24 მარტს გასხვისდა. ის აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მეექვსე ცდაზე გაყიდა - ინვესტორს 14 591 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ე.წ. „რიყის დოქებით“ 10 020 000 ლარად გადაეცა, რაც თავდაპირველ ღირებულებაზე თითქმის 10-ჯერ იაფი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ „რიყის დოქები“ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა იყიდა.
30 იანვარი
კოლეგიის მიერ "ქართული ოცნების" ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა, "კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" პოლიციის მაღალჩინოსნები დააჯილდოვა. ღირსების ორდენით დაჯილდოებული მაღალჩინოსნების უმრავლესობას ევროკავშირის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების მიერ სანქციები აქვს დაწესებული, თბილისში მიმდინარე პროდასავლური დემონსტრაციების სასტიკი დარბევის გამო.

იმავე დღეს დაემატა ახალი სანქცია - ჩეხეთმა სანქციები დაუწესა საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ მაღალჩინოსანს. ინფორმაცია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ გაავრცელა. „დღეს, ჩემი ინიციატივით, მთავრობამ სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს. მიზეზი არის მათი პირდაპირი პასუხისმგებლობა გასულ წელს საქართველოში პროტესტის სასტიკ ჩახშობაში. ჩვენ ისინი არ გვინდა ჩეხეთის რესპუბლიკაში“, - წერს ის პლატფორმა X-ზე. მინისტრის განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩეხეთი სანქციებს აწესებს ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის.
თავი VII : თებერვალი - პროტესტი ახალ ეტაპზე გადადის
2 თებერვალი - აქცია თბილისის შემოსასვლელთან
უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისის შემოსასვლელთან, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის დაიწყო - ამ დროისთვის მაგისტრალზე მოძრაობა ავტომობილებისთვის გადაკეტილი არ იყო.
ამ აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ დაჩქარებულად მიიღო კანონი, რომლითაც გზების გადაკეტვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდა.
6 თებერვალი
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ცვლილებები დაამტკიცა.
🔹წვრილმანი ხულიგნობისთვის, რისთვისაც პოლიცია არაერთ დემონსტრანტს აკავებს ხოლმე აქციებზე, დაკავებულს კიდევ უფრო დიდი ჯარიმა დაუწესდა;


🔹წვრილმანი ხულიგნობისთვის 15 დღიდან 60 დღემდე გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც;
🔹ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა საქმიანობასთან დაკავშირებით;
🔹წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება აქციების გამართვა კერძო საკუთრებაში არსებულ საჯარო სივრცეებში (მაგალითად, სავაჭრო ცენტრებში);
🔹ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯარო მოწოდება, რომელიც აქამდე მხოლოდ ჯარიმით ისჯებოდა, დაისჯება 3 წლამდე პატიმრობით;
🔹პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, მუქარისა და ძალადობისთვის სასჯელი დამძიმდება და 5-დან 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

15 თებერვალი
ორი ბავშვი დაიღუპა ბათუმში „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე - ისინი წყლით სავსე ჭაში ჩავარდნენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორია, სადაც სამშენებლო ტექნიკა უკვე მუშაობდა, არ იყო შემოღობილი.

ამ დასახლებაში უმძიმეს პირობებში 1000-მდე ოჯახი ცხოვრობს. სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს საკითხი დასახლების შექმნისთანავე გაჩნდა. დასახლება მუდმივად იდგა ხანძრის, წყალდიდობისა და ქოხების დატბორვის საფრთხის წინაშე. ახლა ე.წ. ოცნების დასახლების ტერიტორიის ნაწილი ნასახლარია, სადაც სამშენებლო მასალებია მიმოფანტული, ტერიტორიის ნაწილს კი სამშენებლო მოედნისთვის ამზადებენ, თუმცა აქ არც აბრა ჩანს და ტერიტორია არც ღობითაა შემოსაზღვრული.
16 თებერვალი
„ეს რომ შენი შვილი იყოს…“,- ეკონომიკის სამინისტროს მიმდებარედ მოქალაქეებმა გამართეს საპროტესტო აქცია, რომელიც წინა ღამით მომხდარ ტრაგედიას ეხებოდა.
საია მიიჩნევს, რომ ბათუმში ორი მცირეწლოვანის დაღუპვის ამბავი არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ უბედურ შემთხვევად. მათი თქმით, მომხდარი ტრაგედია სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობას და სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით ვალდებულებების დარღვევას ადასტურებს.

18 თებერვალი
უწყვეტი პროტესტის 83-ე დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა სხვადასხვა ქალაქის ხიდებიდან ბანერები გადმოფინეს.

მოქალაქეებმა ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღე პარლამენტთან აქციით და საპროტესტო პერფორმანსებით „აღნიშნეს“.
25 თებერვალი
საბჭოთა ოკუპაციის დღეს თბილისსა და რეგიონებში 23 საპროტესტო აქცია და მარში გაიმართა.
16:00 საათზე დასაქმებულები და დამსაქმებლები, ადამიანები, რომლებიც ქმნიან ქვეყნის ეკონომიკას, საკუთარი სამსახურის წინ გაიფიცნენ, შემდეგ კი სხვადასხვა ადგილიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მარშს შეუერთდნენ.
დიდთოვლობა გურიაში
25 თებერვალს სოციალური მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით გურიაში, დიდთოვლობის გამო ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. გაირკვა, რომ საფრთხის მიუხედავად, შესაბამის უწყებებს რეაგირება არ ჰქონიათ და სამაშველო ოპერაციები ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული.

რიგითმა მოქალაქეებმა გურიაში ჩასვლა და ადგილობრივების დახმარება გადაწყვიტეს. რამდენიმე დღე ისინი სხვადასხვა სოფელში დარჩენილ ოჯახებს ეხმარებოდნენ, მიჰქონდათ საკვები, მედიკამენტები, თოვლისგან წმენდნენ ეზოებს. ინფორმაციის გასავრცელებლად შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი - Moxalise.ge და ფეისბუკ ჯგუფი „მოხალისეები გურიისთვის".
დე-ფაქტო ხელისუფლება მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთო სტიქიასთან ბრძოლაში, სამთავრობო პროპაგანდისტებმა კი დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება, რომ თითქოს “ქართულმა ოცნებამ” ხალხს ოპერატიულად უშველა და მოხალისეების საჭიროება აღარ იყო. ამის პარალელურად, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა მოხალისეების მიერ გადაღებული შემზარავი მასალები, სადაც ჩანდა, რომ სტიქია ჯერ კიდევ დიდ პრობლემას წარმოადგენდა ადგილობრივებისათვის.

28 თებერვალი
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დროებითი ღონისძიების ფარგლებში, დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია საქართველოს აუკრძალა, სანამ მისი საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში. ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ფონზე აფგან სადიგოვმა ხანგრძლივი (161 დღე) შიმშილობა შეწყვიტა.

3 მარტი
ვენეციის კომისია "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დასკვნას აქვეყნებს.
როგორც კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, კანონპროექტები "ნაჩქარევად", შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე მიიღეს, რაც "ძირს უთხრის ამ ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ მასობრივი საპროტესტო აქციების ფართო პოლიტიკურ კონტექსტს".

როგორც კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, კანონპროექტები "ნაჩქარევად", შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე მიიღეს, რაც "ძირს უთხრის ამ ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ მასობრივი საპროტესტო აქციების ფართო პოლიტიკურ კონტექსტს".

ბალტიის ქვეყნებმა - ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა, - საქართველოსთვის დაწესებული სანქციები გააფართოვეს და ათეულობით ადამიანს - მოსამართლეებს, პროკურორებს, პოლიციელებს, „ქართული ოცნების“ წევრებსა და სხვა დაკავშირებულ ფიგურებს - აუკრძალეს თავიანთ ქვეყნებში შესვლა.
4 მარტი
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით შემზღუდველ კანონებს მხარი დაუჭირა:
🔹„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მედიის შემზღუდველი ცვლილებები;
🔹„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) პროექტი;
🔹საქართველოს საკანონმდებლო სივრციდან ტერმინი „გენდერის“ ამოღება;
🔹"სამშობლოს ღალატის" მუხლი.
