საიდან მოვდივართ?
სტატიის ავტორი: ზანდა გედენიძე
ქართული პროტესტის უახლესი ისტორია ბევრ საინტერესო და ინსპირაციულ ამბავს ინახავს. ინტენსიური მოვლენების ფონზე, მეხსიერება ხშირად ივიწყებს იმ პატარა თუ დიდ გამარჯვებებს, რომლებიც გზად მივაღწიეთ.
მოდი გავიხსენოთ რისი გადატანა მოუწია ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ხალხს და რა მიღწევები ჰქონდათ მათ ამ რთულ გზაზე.
თავი I : 2023 წელი

6 მარტი, 2023

საქართველოს პარლამენტმა დაიწყო უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა, რაც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა. შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, გამოცხადდებოდნენ უცხოური გავლენის აგენტებად.
საპროტესტო აქციები რამდენიმე დღე გრძელდებოდა, მის დასაშლელად პოლიციამ თბილისში წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საპროტესტო აქციები რამდენიმე დღე გრძელდებოდა, მის დასაშლელად პოლიციამ თბილისში წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
10 მარტი, 2023
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭისყრაზე "წინააღმდეგ" 35-მა დეპუტატმა მისცა ხმა. მათ შორის ყველა ოპოზიციონერი იყო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.
საბოლოო შედეგით, კანონპროექტი ჩავარდა. ქართველი ხალხის სურვილმა გაიმარჯვა და “ქართული ოცნების” ინიცირებული “რუსული კანონი” ვერ შედგა.

საბოლოო შედეგით, კანონპროექტი ჩავარდა. ქართველი ხალხის სურვილმა გაიმარჯვა და “ქართული ოცნების” ინიცირებული “რუსული კანონი” ვერ შედგა.
14 დეკემბერი, 2023
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სტატუსის მიღება „წარმატებული მმართველობის დაგვირგვინებად“ ჩათვალა, მოპოვებული - „ხალხთან ერთად და ხალხისთვის“.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა პარტიის დამფუძნებელს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს - მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსაც გადაუხადა.

ოპოზიციამ განაცხადა, რომ ეს გამარჯვება „ოცნებას“ ხალხმა გამოგლიჯა და ახლა ხელისუფლება ზეიმობს გამარჯვებას, რომელსაც ადრე „ჩალის ფასს“ ადებდა და ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც „ოცნებამ“ საზეიმო ღონისძიების სცენაზე არ აუშვა, სტატუსის მიღებას ქართველი ხალხის დამსახურებად მიიჩნევს. ხალხის წვლილი განსაკუთრებით გამოყო ევროკავშირის ელჩმა, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.

თავი II : 2024 წელი და "რუსული კანონი"
2024 წლიდან დაიწყო ქართული ოცნების ძლიერი თავდასხმები და არამეგობრული საუბარი ევროპის წინააღმდეგ. გაჩნდა ახალი ტერმინოლოგია - “გლობალური ომის პარტია”. ეს ითვლება ახალი მსოფლიოს წესრიგის განმსაზღვრელ ჯგუფად, რომელსაც გადამწყვეტი გავლენა აქვს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებზე.
„ქართული ოცნება“ „გლობალურ ომის პარტიას“ რუსეთ-უკრაინის ომის გახანგრძლივებასა და მისი სხვა ქვეყნებზე გავრცელების მცდელობაში, სახელმწიფოთა ლიდერების მკვლელობის მცდელობაში, მსოფლიოს მასშტაბით რევოლუციების მოწყობასა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძის თქმით, არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელიც საქართველოში საომარი მდგომარეობის დაწყებას და მის „უკრაინიზაციას“ ისახავს მიზნად.

3 აპრილი, 2024

3 აპრილს საზოგადოებას „ქართული ოცნების“ დეპუტატ მამუკა მდინარაძისგან ეცნობა, რომ მმართველი გუნდი რუსულ კანონს თავიდან აინიცირებდა.
მდინარაძის თქმით, კანონპროექტის შინაარსი იგივე რჩებოდა და მხოლოდ მისი სათაური იცვლებოდა. შესაბამისად, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

9 აპრილი, 2024
თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართა. ქუჩაში გასული მოქალაქეები სკანდირებდნენ: კი ევროპას, არა — რუსულ კანონს. "ეს არის რამდენიმე ეტაპიანი ბრძოლა. კიდევ იქნება ბევრი ეტაპი და კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს შეკრება. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ამისთვის ვიგეგმებით, ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ!", — თქვეს მათ.

15 აპრილი, 2024
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. პარლამენტში მედიის ნაწილის დაშვების შეზღუდვის მიუხედავად, კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ირწმუნება, რომ დასწრების საშუალება ყველას მაქსიმალურად მიეცა.
ამასთან, ის მიკროფონით სარგებლობის საშუალებას არ აძლევს ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონს რუსულს უწოდებენ. განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
12 აპრილი, 2024
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა მოსამართლე ზვიად შარაძემ. ერთწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ მან გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იმავე საღამოს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარეს შეიწყალებდა.

17 აპრილი, 2024
რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეგისტრაცია 83-მა დეპუტატმა გაიარა. დარბაზში არ იყო ოპოზიცია.პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური გამოსვლების დროს ხმაური იყო. ოპოზიციონერი დეპუტატები მაგიდაზე ხელებს აბრახუნებდბენ და სკანდირებდნენ – „არა რუსულ კანონს!“, „მოღალატე!“
შალვა პაპუაშვილმა სხდომა დაატოვებინა ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, თინა ბოკუჩავას და ანა ნაცვლიშვილს. დარბაზი დატოვეს სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც. განხილვის პარალელურად პარლამენტთან მოქალაქეები იყვნენ შეკრებილნი.

20 აპრილი, 2024
„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ ქალებისა და ახალგაზრდების მსვლელობა გაიმართა. ქალთა პროტესტი ასევე ეხებოდა ცოტა ხნის წინ საარჩევნო სიებში პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებული გენდერული კვოტების გაუქმებას. მომიტინგეებს ხელში ეკავათ ბანერები წარწერით „ქალები ვირჩევთ ევროპას“, „არა რუსულ კანონს“, „კვოტები დააბრუნეთ“ და სხვა.

22 აპრილი, 2024

აქციის მონაწილეები სასტუმრო ტიფლის პალასთან მივიდნენ, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნული ინსტიტუტის (NIIRK) FSB-ის წევრებმა “ტრადიციულ ღირებულებებზე” კონფერენცია გამართეს. პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს. შემდეგ ისინი პარლამენტთან დაბრუნდნენ.
პარლამენტიდან აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისისკენ გაემართნენ. მმართველი პარტიის ოფისთან დიდი რაოდენობით პოლიციელები იყვნენ მობილიზებულნი. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „არა რუსულ კანონს“, „საით მივდივართ? ევროპისკენ!” „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის. ძალა ერთობაშია“…

24 აპრილი, 2024
„უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მეათე დღე. აქციის მონაწილეებმა კვლავ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი, რითიც უგულებელყვეს პოლიციის მიერ მანამდე გაჟღერებული გაფრთხილება. აქციებზე ხალხის რაოდენობის “მნიშვნელოვანი შემცირების” მოტივით და საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ მათ ქმედებებს „სამართლებრივი რეაგირება“ მოყვებოდა.
მოგვიანებით, რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან დაბრუნებულ აქციის მონაწილეებს შეუერთდა ლაზარე გრიგორიადისიც, რომელიც პრეზიდენტის შეწყალებისთანავე გაათავისუფლეს ციხიდან!

მოგვიანებით, რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან დაბრუნებულ აქციის მონაწილეებს შეუერთდა ლაზარე გრიგორიადისიც, რომელიც პრეზიდენტის შეწყალებისთანავე გაათავისუფლეს ციხიდან!

28 აპრილი, 2024

სახალხო მარში - 100-ზე მეტი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ მასობრივ აქციაზე 19:00 საათიდან თბილისის რესპუბლიკის მოედანზე ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. შესრულდა ეროვნული და ევროპის ჰიმნები.
29 აპრილი, 2024
“ქართული ოცნების” კონტრაქცია - „29 აპრილს „ოცნების” კონტრაქციის პარალელურად, არანაირი აქტივობით არ ვიქნებით წარმოდგენილნი რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – ამის შესახებ ახალგაზრდული ჯგუფებისა და სტუდენტური მოძრაობების სახელით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლადო მაჭავარიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პროტესტის მიზანი არასდროს ყოფილა თანამოქალაქეებთან დაპირისპირება და არავის მისცემენ შანსს, რაიმე სახის პროვოცირება მოხდეს. მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდული ჯგუფები და სტუდენტური მოძრაობები მშვიდობიან და მტკიცე პროტესტს გააგრძელებენ.

30 აპრილი, 2024
“ფეისბუკზე” შეიქმნა ჯგუფი სახელწოდებით „დაიტოვე“, რომელიც „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქციებზე რეგიონიდან ჩამოსვლის მსურველებს დასარჩენს სთავაზობდა. მოგვიანებით, ეს ჯგუფი იქცა ხალხის ერთობისა და ერთმანეთზე ზრუნვის სიმბოლოდ. ამჟამად წევრების რაოდენობა 255 000 ადამიანს შეადგენს.

30 აპრილი, 2024
პროევროპული აქციის დარბევა - სპეცრაზმი იდენტიფიცირებადი სამკერდე ნიშნების გარეშე ცდილობდა ცალკეული მომიტინგეების გატაცებას და მთელი საღამოს განმავლობაში რამდენჯერმე შეუტია მომიტინგეებს წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით. ამას მოჰყვა სპეცრაზმის მიერ რუსთაველის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია და აქციის მონაწილეების პროსპექტიდან გაძევება.

1 მაისი, 2024
კანონპროექტი მეორე მოსმენით, პლენარული სხდომის დასრულებამდე ერთი საათით ადრე, დაახლოებით 20:00 საათზე მიიღეს, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა გამოსვლებისაგან თავი შეიკავეს და დასკვნითი სიტყვით მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი გამოვიდა. დაახლოებით 22:10 საათზე სპეცრაზმმა წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო დემონსტრანტების წინააღმდეგ.
ისრაელში საქართველოს საკონსულოსა და ბრიუსელში საქართველოს საელჩოს წინ ქართველი ემიგრანტები პარალელურ აქციებს მართავენ. ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმშიც. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განცხადება გაავრცელა – „ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში. საქართველოს მოსახლეობას თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურს. საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს“.

2 მაისი, 2024
გმირთა მოედანზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გზაჯვარედინი მთლიანად გადაკეტეს. იქ შეკრებილები მანქანების მძღოლებს მოუწოდებდნენ გამოსულიყვნენ და შეეერთებოდნენ მათ, რაც მძღოლების ნაწილმა გააკეთა. დაახლოებით 21:00 საათისთვის პოლიციამ გმირთა მოედანზე ძალისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით აქციის მონაწილეთა დარბევა დაიწყო.
აქცის სხვა მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნისკენ დაიძრნენ დანარჩენი მოქალაქეების მხარდასაჭერად. ვინაიდან ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, გმირთა მოედანი მალე ისევ გადაიკეტა.

აქცის სხვა მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნისკენ დაიძრნენ დანარჩენი მოქალაქეების მხარდასაჭერად. ვინაიდან ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, გმირთა მოედანი მალე ისევ გადაიკეტა.
3 მაისი, 2024
დაახლოებით ღამის 01:00 საათისთვის, ინციდენტი მოხდა გმირთა მოედანზე. თვითმხილველები და მათ შორის დაშავებული ორი მამაკაცი ჰყვებოდნენ, რომ მათ თავს დაესხნენ „პროვოკატორები“, რომლებიც ავტომობილებით შეცვივდნენ გმირთა მოედანზე, გადმოვიდნენ მანქანებიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ დღეს "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ გმირთა მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 23 მოქალაქე დააკავა.

3 მაისი, 2024
საპროტესტო აქცია, ამჯერად, ლოზუნგით „გაიგონეთ ჭეშმარიტი ქართული ხმა“ თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო „პარაგრაფთან“ განახლდა (რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბანკი „ქართუა“), სადაც აზიის განვითარების ბანკის კონფერენცია იმართებოდა.

4 მაისი, 2024
აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მდებარე ქაშვეთის ეკლესიასთან იკრიბებიან. აქციის მონაწილეებმა ტრადიციისამებრ წითელი კვერცხები და სააღდგომო პასკები გაცვალეს. აღდგომის დღესასწაულის დროს ბევრი ქართველი სოფელში, საკუთარ ოჯახებში მიემგზავრება.
მაგრამ წელს თბილისში დარჩენილმა აქციის მონაწილეებმა დღესასწაულის რუსთაველის გამზირზე, ერთად აღნიშვნა გადაწყვიტეს. და ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც სახელისუფლებო მედია ოპონენტებს ურწმუნოებად და ეკლესიის მოწინააღმდეგეებად წარმოაჩენს.

11 მაისი, 2024
ევროპის დღე - 21:00 საათისთვის ოთხი ლოკაციიდან წამოსული მომიტინგეების უზარმაზარი 200 000 კაციანი მასა გაერთიანდა, მტკვრის ორივე სანაპიროდან მსვლელობით ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. ამას გარდა, ბერლინსა და სტრასბურგში ქართული დიასპორის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები გაიმართა.

14 მაისი, 2024
პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი მიიღო. 17:00 საათზე პარლამენტის ირგვლივ ვითარება დაიძაბა, პარლამენტიდან სპეცრაზმი გამოვიდა, აქციის მონაწილეები დააკავეს და პარლამენტის ეზოში გადაიყვანეს.
დაკავებებში, სავარაუდოდ, მონაწილეობდა სისასტიკით ცნობილი ზვიად ხარაზიშვილის ქვედანაყოფი. ერთ-ერთი დაკავებული იყო დავით ქაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი, რომელიც რეგულარულად სტუმრობს საოკუპაციო ხაზს და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ქაცარავა მშვიდად იდგა რუსთაველის გამზირზე, როდესაც, როგორც კადრებიდან ჩანს, სპეცრაზმმა ის სასტიკად სცემეს, განსაკუთრებით თავში.

15 მაისი, 2024
საქართველოში მყოფი ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე მივიდნენ და აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათი გამოსვლების შემდეგ გაჟღერდა სიხარულის ოდა და საქართველოს ჰიმნი.

17 მაისი, 2024
თბილისში, ქაშვეთის ეკლესიასთან, შეიკრიბნენ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და მათი მოწოდებით - მოსახლეობის ნაწილი. ისინი „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს“ აღნიშნავდნენ. ამ დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა.
ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა 17 მაისს პატრიარქის ინიციატივით დაწესდა 2014 წელს - ერთი წლის შემდეგ პუშკინის სკვერში განვითარებული მოვლენებიდან. 2013 წლის 17 მაისს, სკვერში შეკრებილ ლგბტქ აქტივისტებსა და თემის წევრებს, სასულიერო პირების თანხლებით, ათასობით ადამიანი დაუპირისპირდა და ფიზიკურად გაუსწორდა.

24 მაისი, 2024
მარში თავისუფლებისთვის - აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მიდიან. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ქუჩები გადატვირთულია, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

26 მაისი, 2024

დამოუკიდებლობის დღე - „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები თბილისში კოსტავას ქუჩიდან ვაკის პარკისკენ დაიძრნენ, რითიც 1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთი წლის თავზე განხორციელებული მსვლელობის მარშრუტი გაიმეორეს.
28 მაისი, 2024
პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა „შენობაში მყოფ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მისცენ შესაძლებლობა, რომ შეუფერხებლად დატოვონ შენობა და პროტესტის გამოხატვა მშვიდ ვითარებაში განაგრძონ“. შსს-ს თქმით, „პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი“.

2 ივნისი, 2024

რესპუბლიკის მოედანზე ცნობილი ქართული ბენდებისა და მომღერლების მონაწილეობით აქცია-კონცერტი გაიმართა. გარდა იმისა, რომ კონცერტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის, ასევე მოქალაქეთა წინააღმდეგ დაშინებისა და ტერორის კამპანიის წინააღმდეგ იყო, ის ასევე სოლიდარობის ღონისძიებაა, რომელიც აქციებზე დაკავებულთა და გასამართლებულ პირთა მხარდასაჭერად და მათზე დაკისრებული ჯარიმების გადასახდელად შემოწირულობების შეგროვებას ისახავს მიზნად.
თავი III : არჩევნებამდე
ზაფხულისთვის აშკარა გახდა, რომ ბრძოლა ქუჩიდან ოფისებში უნდა გადასულიყო - წინ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გველოდა. სამოქალაქო საზოგადოებამ აქტიურად დაიწყო წინასაარჩევნო მზადება - შეიქმნა სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ათასობით მოქალაქე დარეგისტრირდა დამკვირვებლად.

სამოქალაქო საზოგადოება, კიდევ უფრო აქტიურად ჩაება საინფორმაციო ომში, ოპოზიციის ხმის დასაცავად. შეიქმნა კოალიციური პარტიები და თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა ხელი სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ - დოკუმენტს, რომელიც რეფორმების საგზაო რუკას წარმოადგენდა.

პრეზიდენტმა, პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა "ქართული ქარტიის“ ირგვლივ „შეჯერება, თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.
ვინაიდან ამ არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ არა ის, თუ ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას, სწორედ ამიტომ, ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი. რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას: გვინდა თუ არა ევროპა? და როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმომწერ რომელიმე პარტიას, რეალურად, ხმას ვაძლევთ ,,ქართულ ქარტიას“ და ე.ი. ევროპულ მომავალს!“
11 სექტემბერი, 2024
ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა პროტესტი და შიმშილობა თბილისში, პარლამენტის წინ გააგრძელეს. შუქრუთელები ამბობდნენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებდა, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა, რაც სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა.
24 ოქტომბერს შუქრუთელებმა გადაწყვიტეს, რომ პროტესტი თბილისიდან ისევ უკან, სოფელში დაბრუნებულიყო.
17 სექტემბერი, 2024
„ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა ჰომოფობიური შინაარსის კანონი, რომელმაც საქართველოში ლგბტ თემის უფლებრივი მდგომარეობა გააუარესა და ცენზურა დააწესა.

20 ოქტომბერი

წინასაარჩევნო აქცია - “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”
როგორ ემზადებოდა „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებისთვის?
კონტექსტისთვის რამდენიმე პუნქტი უნდა გვესმოდეს:
1. საქართველოში ყოველი მე-4 დასაქმებული სახელმწიფო უწყებაში მუშაობს. საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2022 წლის ბოლოს ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 308 000 ადამიანი იღებდა, 2023 წელს ამ რიცხვს დაახლოებით 70 000 დასაქმებული მიემატა, ეს ქვეყნის სამუშაო ძალის 20%ზე მეტი და დასაქმებულების 24%-ზე მეტია.
2. 2012-2020 წლებში სოციალურად დაუცველთა რიცხვი 400-500 ათასს შორის მერყეობდა. ბოლო 3 წელიწადში ეს რიცხვი 200 000 პირით გაიზარდა და ახლა 672 000 ადამიანს შეადგენს, რაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 18%-ს წარმოადგენს.
"მასშტაბის წარმოსადგენად - ეს უკანასკნელი რიცხვი იმაზე მეტია, ვიდრე იმერეთისა და გურიის მოსახლეობა ერთად. თუკი 2012 წელს ამ მიმართულებით დაახლოებით 135 მილიონი ლარი გამოიყო, 2022 წელს სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის სახელმწიფოს მიერ გადარიცხულმა თანხამ 620 მილიონ ლარს გადააჭარბა."
3. ნეპოტიზმის და კორუფციის მაღალი დონე, ტენდერების ახლობლებისთვის გადაბარება, სამსახურში პირდაპირ "ქართული ოცნების" შტაბიდან აყვანა, ნათესავებისთვის და ახლობლებისთვის დასაქმება ან სახელმწიფო დახმარების გაფორმება, ჩვენს ქვეყანაში ჩვეულებრივი საქმეა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე რეგიონებს ეხებათ.

ქართულმა ოცნებამ არჩევნებისთვის მზადება ჯერ კიდევ 2020-ში დაიწყო და ამას საჯარო მსახურების და სოციალურად დაუცველთა რაოდენობის მასობრივი ზრდაც ადასტურებს. იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 40%-ის შემოსავალი ერთი პარტიის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ამ ადამიანებით მანიპულირება ძალიან მარტივი ხდება. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ დაშინების ფორმებს, რომლებსაც მოგვიანებით განვიხილავთ.
მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ ძალადობის, მუქარის, დაშინების, მოსყიდვის გზების გამოყენებით, ასევე მის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების გამოყენებით, მკაცრად აღრიცხავდა, ცვლიდა და აკონტროლებდა მოქალაქებიის სიმპათიებსა და მათ არჩევანს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ეს ეხებოდა საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს, სოციალური შემწეობების მიმღებ პირებს, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებისა და დაფინანსების სქემების ბენეფიციარებს, წინასწარი პატიმრობისა თუ სასჯელის მოხდის დაწესებულებებში მყოფ პირთებს და მათ ოჯახის წევრებს.
ცვლილებები
✳ 2021 წლის 28 ივნისს „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 61-ე მუხლს დაემატა 21 პუნქტი, რომლის თანახმადაც საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის დღეს, პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს აღარ აქვთ უფლება შეასრულონ ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქცია.
სწორედ, ამ ცვლილების შედეგად, საარჩევნო ადმინისტრაციამ, ანუ „ქართულმა ოცნებამ“, მთლიანად ხელში ჩაიგდო საუბნო საარჩევნო კომისიის ყველაზე მნიშვნელოვანი - რეგისტრატორის ფუნქცია.
„ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა საარჩევნო ყუთის ზედამხედველი წევრის ფუნქციაც, რომელიც აქამდე წილისყრით ვლინდებოდა და უმეტეს შემთხვევაში ოპოზიციური პარტიის წევრს ხვდებოდა. ეს ფუნქცია კანონით კომისიის თავმჯომარის მოადგილეს დაეკისრა.
✳ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესაობაში დაამონტაჟა ვიდეო-კამერები. აღნიშნული გარემოება, დამთრგუნველ გავლენას ახდენდა ამა თუ იმ ნიშნით მოწყვლად ამომრჩევლებზე.
✳2024 წლის 16 აგვისტოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკუთარი დადგენილებით შეცვალა ორგანული კანონით განსაზღვრული წესი და წილისყრა (კომისიის წევრების ფუნქციების გადასანაწილებლად) გადმოიტანა არჩევნებამდე 7 დღით ადრე.

ამ ცვლილებით “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა შესაძლებლობა, რომ კენჭისყრამდე 1 კვირით ადრე თითოეულ საარჩევნო უბანზე დაეიდენტიფიცირებინა რეგისტრატორები, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრები და ამომრჩეველთა ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრები.
✳ საარჩევნო კოდექსის 766 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნტით დადგენილია, რომ „რეგისტრატორი კომისიის წევრი საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობას გაატარებს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის წამკითხველში.“
ლოგიკურად, იქნება შთაბეჭდილება, რომ რეგისტრატორმა ე.წ. ვერიფიკაციის აპარატში უნდა გაატაროს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ მასში მოთავსებული ელექტრონული მატარებლის (ე.წ.”ჩიპის”) წაკითხვაა შესაძლებელი.

რეალურად, ვერიფიკაციის აპარატის წამკითხველი კითხულობდა არა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობაში განთავსებულ მიკროსქემას (ე.წ.”ჩიპი”), არამედ მოწმობის უკანა მხარეს განათავსებულ MRZ-ს, რომელიც საქართველოს მოქალაქის პასპორტსაც აქვს.
ამის მიუხედავად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ №7/2023 დადგენილების დანართის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტში ჩაწერა შემდეგი წესი:
“თუ ამომრჩეველი ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედ არაელექტრონულ მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩევლის მონაცემთა ძებნას ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში ახორციელებს ხელით.”

შესაბამისად, “ქართული ოცნების” კუთვნილი რეგისტრატორების მიერ მონაცემების ხელით შეყვანა გახდა ის ფუნდამენტი, რამაც მმართველ პარტიას საშუალება მისცა, ფართოდგამოყენებული “საარჩევნო კარუსლებით” მიეტაცებინა ემიგრანტების ხმები.
✳ ბიულეტენის მოსანიშნად კალამის ნაცვლად განისაზღვრა მარკერი, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრთა ტრენინგები ტარდებოდა 2 წლის მანძილზე და სატესტო ხმის მიცემისას კალამს იყენებდნენ (უპრობლემოდ ითვლიდა სკანერი), ხოლო მარკერით გაფერადებული წრე მეორე მხრიდან ჩანდა და ხმის ფარულობას არღვევდა.

✳ ამას გარდა, დაიკარგა უამრავი ემიგრანტის ხმა.
ემიგრანტები, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის აუცილებლობაზე რამდენიმე თვე ლაპარაკობდნენ, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. კანონით განსაზღვრულია, რომ მინიმუმ 50 ემიგრანტის მოთხოვნის შემთხვევაში, მათთვის უბანი უნდა გაიხსნას. ემიგრანტები ითხოვდნენ, აგზავნიდნენ ოფიციალურ განცხადებებს, მაგრამ უბნები არათუ იხსნებოდა, იხურებოდა.
შედეგად, არჩევნების დღეს უბნამდე მისაღწევად, ამომრჩევლებს 300-400 კილომეტრის გავლა მოუწიათ, ბევრმა კი მისვლა საერთოდ ვერ შეძლო. ხშირად იყო შემთხვევები, როცა უბანზე მისული ემიგრანტები აღმოაჩენდნენ, რომ შეცდომა მოხდა და ისინი ქვეყნის მეორე ბოლოში არსებულ სხვა უბანში იყვნენ ჩაწერილი.

თავი IV : არჩევნები
2024 წლის 26 ოქტომბერი
2024 წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, არჩევნები ჩატარდა სრულად პროპორციული წესით და ელექტრონული სისტემების გამოყენებით. ამავე არჩევნებმა დაუდო საფუძველი მძიმე პოლიტიკური კრიზისის მეორე ტალღას ქვეყანაში და განგრძობად პროტესტს, რომელიც ევროპასთან დაახლოებისა და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნებს დაეყრდნო.
კენჭისყრის დღეს მედიამ და დამკვირვებლებმა მრავალი დარღვევა დააფიქსირეს, მათ შორის:
• ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა - ბიულეტენების მეორე მხარეს გაჟონილი ლაქების შედეგად ჩანდა ამომრჩეველთა არჩევანი;
• მარნეულის 69-ე უბანზე მასობრივად ჩაყარეს ბიულეტენები, დამკვირვებელს, რომელმაც ეს კადრები გადაიღო, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ უბანზე ძველი წესით აძლევდნენ ხმას და არა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ვიდეოში ჩანს, რომ პირი, რომელსაც წითელი ფერის სამკერდე ნიშანი უკეთია (სავარაუდოდ, სადამკვირვებლო ორგანიზაციების სტატუსით იმყოფებოდა უბანზე), რამდენიმე ქაღალდს საარჩევნო ყუთში ერთად აგდებს.
• საია-ს დამკვირვებლების ცნობით, მარნეულში „ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ორჯერ მისცა ხმა. ამას გარდა, გამოვლინდა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტები: გლდანის მე-13, ისნის 41-ე, წალენჯიხის მე-5, ქუთაისის და ფოთის მე-13 უბნებზე. ასევე - დიდუბის ოლქის 27-ე უბანზე რეგისტრატორების უკან იდგა უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი, რომელიც ამომრჩევლის პირად მონაცემებს ინიშნავდა.
• ხმაურიანი ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი იყო ქ. თბილისში, გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე; ხმაური და დაპირისპირება იყო ისანში, 51-ე საარჩევნო უბანზე; დაძაბულობა იყო ქ. თბილისში, ისანში 30-ე საარჩევნო უბანთან; ფიზიკურად გაუსწორდნენ ქ. თბილისში, ისანში, მე-9 საარჩევნო უბანთან ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელს; სიტყვიერი დაპირისპირებასა და ფიზიკური ძალადობის მცდელობას ჰქონდა ადგილი ქ. გორში, 84-ე საარჩევნო უბანზე; გორში, მე-14 საარჩევნო უბანთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას; ზუგდიდში, მე-9 უბანზე ადგილი ჰქონდა რამდენიმე ფიზიკურ დაპირისპირებას;
ასევე, გავრცელებული ცნობით, ფიზიკურად დაშავდა ქ. თბილისში, გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანთან მომხდარი ერთ-ერთი ინციდენტის დროს დამკვირვებელი; ახმეტის მატნის #11 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და წაართვეს ტელეფონი; საიას განცხადებით მათ თანამშრომელს/დამკვირვებელს გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები
ფიზიკურად გაუსწორდნენ ქ. ქუთაისში, მე-2 საარჩევნო უბანთან CNEWS - ის ჟურნალისტს; თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში, მე-16 საარჩევნო უბანთან, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები, ასევე დაზიანდა აპარატურა; ტელეკომპანია “მთავარის” აპარატურის წართმევა სცადეს კახეთში. გამოვლინდა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი რუსთავში; სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ცდილობდნენ რადიო „მარნეულის“, „პუბლიკას“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებისთვის".
შედეგები
ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ 150-დან 89 მანდატი მიიღო, ხოლო ოთხმა ოპოზიციურმა პლატფორმამ - ჯამში 61 მანდატი.
შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, პრეზიდენტი და საზოგადოების ნაწილი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად და მოპარულად მიიჩნევენ. თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
ამ წინააღმდეგობამ „ქართული ოცნების“ პარლამენტს ლეგიტიმაციის პრობლემა საერთაშორისო დონეზეც შეუქმნა. პარტიას გამარჯვება მხოლოდ აზერბაიჯანმა, ვენესუელამ, თურქეთმა, სომხეთმა, უნგრეთმა და ჩინეთმა მიულოცეს.

არჩევნების შედეგების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა ეუთო/ოდირმაც. დეკემბრის ბოლოს საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებისას სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ამომრჩევლების ნდობას არჩევნების პროცესისადმი ძირი გამოუთხარა იმ პრობლემებმა, რომლებიც დასკვნაშიც აისახა.