კრიპტო ბაზრის დირექტორი ავთანდილ კუჭავა, რომელიც აქციაზე სასტიკად სცემეს და ადმინისტრაციულით დააკავეს, სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს და დისტანციურად ჩართვა მოსთხოვეს.
ჩემი სასამართლო პროცესი დღეს 13:00 საათზეა,
დისტანციურად ჩაგვერთოსო.
ხო და ველოდები ახლა ლოგინიდან რასთან დაკავშირებით უნდა გამასამართლონ,
ჩემთვისაც საინტერესოა”- წერს კუჭავა.
კრიპტო ბაზრის დირექტორს მძიმე ტვინის შერყევა და მოტეხილობები აქვს, გამოწერილი აქვს წოლითი რეჟიმი.