გმადლობთ, რომ დაინტერესდით “ისაუბრეს” მხარდაჭერით. სანამ განახორციელებთ დონაციას ან გააფორმებთ ყოველთვიურ გამოწერას, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ პირობებს. დონაციის განხორციელებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ ყველა პირობას.
1. დონაციის ბუნება და თანხის დაბრუნება
– “ისაუბრე”-ს მხარდაჭერა (როგორც ერთჯერადი, ისე ყოველთვიური) არის ნებაყოფლობითი დონაცია.
– ყველა განხორციელებული დონაცია არის საბოლოო და არ ექვემდებარება დაბრუნებას ან გაუქმებას (non-refundable).
2. მხარდაჭერის ტიპები
თქვენ შეგიძლია აირჩიოთ ყოველთვიური ან ერთჯერადი დონაცია.
– ერთჯერადი დონაცია: თქვენ ირჩევთ ერთჯერად თანხას, რომელიც ჩამოიჭრება თქვენი ბარათიდან მხოლოდ ერთხელ.
– ყოველთვიური გამოწერა (განმეორებადი დონაცია): თქვენ ირჩევთ ყოველთვიურ ფიქსირებულ თანხას.
3. ერთჯერადი დონაციის სახეები
ერთჯერადი დონაცია შეგიძლიათ განახორციელოთ როგორც ჩვენი სისტემის გამოყენებით (ბარათის მონაცემების შეყვანით), ისე საბანკო გადარიცხვების საშუალებით.
– ქართული ბანკები: TBC და BOG;
– უცხოური ბანკი: Raiffeisen Bank;
– დამატებითი სერვისები: Wise, Paypal, Stripe;
– კრიპტო: ბიტკოინი და ეთერიუმი.
4. ყოველთვიური გამოწერის ბილინგი
– ავტომატური განახლება: ყოველთვიური გამოწერა ავტომატურად განახლდება. თქვენ მიერ არჩეული თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება თქვენს მიერ მითითებული ბარათიდან ყოველ თვე, გამოწერის გაფორმების კალენდარულ რიცხვში.
– ბილინგის თარიღი: თუ თქვენი გამოწერა დაიწყო თვის 29-ე, 30-ე ან 31-ე რიცხვში, იმ თვეებში, რომლებსაც ეს რიცხვები არ აქვთ (მაგ. თებერვალი), ჩამოჭრა მოხდება თვის ბოლო დღეს.
5. ყოველთვიური გამოწერის გაუქმება
– გაუქმების უფლება: თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი ყოველთვიური გამოწერა ნებისმიერ დროს.
– გაუქმების პროცესი: გამოწერის გასაუქმებლად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ჩვენს იმეილზე isaubreisaubre@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ სოციალურ ქსელებში.
– მოთხოვნის დამუშავება: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გაუქმების მოთხოვნის დამუშავებას შეიძლება დასჭირდეს 2-3 სამუშაო დღე. მომდევნო თვის ჩამოჭრის თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ გაუქმების მოთხოვნა თქვენი განახლების თარიღამდე სულ მცირე 3 (სამი) სამუშაო დღით ადრე.
6. გადახდის უსაფრთხოება
– გადახდის პროცესორი: ყველა გადახდას უსაფრთხოდ ამუშავებს მესამე მხარის სისტემა Stripe.
– ბარათის მონაცემები: Isaubre ვერ ხედავს, არ აგროვებს და არ ინახავს თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის სრულ ინფორმაციას ჩვენს მონაცემთა ბაზაში. თქვენი გადახდის დეტალები დაშიფრულია და იმართება უშუალოდ Stripe-ის მიერ.
7. პირობების ცვლილება
“ისაუბრე” იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს ეს პირობები. ცვლილებები ძალაში შევა ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. თქვენი ყოველთვიური გამოწერის გაგრძელება ცვლილებების შემდეგ ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით განახლებულ პირობებს.
8. საკონტაქტო ინფორმაცია
ამ პირობებთან ან თქვენს გამოწერასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: isaubreisaubre@gmail.com
“ისაუბრეს მხარდამჭერობა”, დონაციის ერთ-ერთი ფორმაა და ის ყოველთვიურ დონაციას გულისხმობს, ისაუბრეს გამოწერის შემთხვევაში, ჩვენ მოგიწვევთ ფეისბუქის დახურულ ჯგუფში, სადაც თქვენ:
ამ ყველაფერში ჩართვა ნებაყოფლობითია. თქვენი ნდობა და დონაცია უკვე უდიდესი სტიმული იქნება და დაგვეხმარება, რომ “ისაუბრე” სრულყოფილად ფუნქციონირებდეს.
როგორ გახდეთ “მხარდამჭერი”?
დიდი მადლობა წინასწარ. ამ გადამწყვეტ მომენტში თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანა.
„ისაუბრე“ არსებობს იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდოს სანდო, გასაგები და დამოუკიდებელი ინფორმაცია. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება, შევინარჩუნოთ თავისუფლება პოლიტიკური თუ კორპორაციული გავლენისგან.
შემოწირულობის განხორციელებით თქვენ ეთანხმებით შემდეგ პირობებს:
თქვენი შემოწირულობა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისადმი სოლიდარობის გამოხატულებაა. ის უზრუნველყოფს, რომ „ისაუბრე“ დარჩეს საზოგადოების ხმად და არა — ცალკეული ინტერესების გამტარებლად.